„უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
348
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-30
სარეგისტრაციო კოდი
010120000.10.003.017021
„უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №348

2012 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

  „ უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის № 237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის № 237 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 06/07/2012, 010120000.10.003.016910) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უფლებამოსილ ორგანოში დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ერთ‑ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) სა ქართველოს მთავ რობის წევრის წერილობითი შუამდგომლობა;

ბ) საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი დასაბუთებული რეკომენდაცია.“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1¹ მუხლი:

„ მუხლი 1¹ . სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ არის ვალდებული დაასაბუთოს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ი. მერაბიშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია