საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
343
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-30
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017016
საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №343

2012 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 31/07/2012, 010240010.10.003.016986) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. პრემიერ-მინისტრი საკუთარი ინიციატივით, აგრეთვე მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის წარდგინების საფუძველზე, სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელთა მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების წარმატებით შესრულებისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებისათვის იღებს გადაწყვეტილებას მათ მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ამა თუ იმ ფორმის გამოყენების თაობაზე. წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების შესახებ მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ კვარტალში ერთხელ. პრემირების თაობაზე პრემიერ-მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია