„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვლოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-157
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-29
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.032.016086
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვლოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2- 157

2012 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართვლოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 6 მაისის №2-66 ბრძანებაში (სსმ, №53, 11/05/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1’’ ქვეპუნქტი:

,,გ1) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში ასევე, სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ . გოროზია

კრებსითი — სრული ვერსია