„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
758
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-08-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-27
სარეგისტრაციო კოდი
010210040.08.002.016624
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №758

2012 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის  №454 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №107, მუხ. 1194) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა:

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის , გარდაბნის , დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავი ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო განრიგში სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის ნაცვლად განისაზღვროს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილის დამატებით ერთი საშტატო ერთეული.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.  სააკაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია