„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
360
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-30
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016449
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №3 6 0

2012 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30.11.2009 № 147 მუხლი 1731) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ) საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; “.

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4 . საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ- საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში დანაშაულის გამოვლენა- აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება- განხორციელება, შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების წარმოება. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ოპერატიულ- საგამოძიებო ორგანოებში საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა . ხეთაგური

კრებსითი — სრული ვერსია