საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება № 12
2012 წლის 23 აგვისტო
ქ. ქუთაისი
„ ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ “ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე , 43-ე და 43' მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1. „ ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ მ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილების მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 59 472 ლარი/დღე; “
ბ) მე-2 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური 41 727 ლარი / დღე , მათ შორის :
ა . ა ) №3 ბლოკისთვის – 20 214 ლარი / დღე ;
ა . ბ ) №4 ბლოკისთვის – 21 513 ლარი / დღე ; “
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი მოქმედებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე.“.
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ 2013 წლის 1 სექტემბრამდე, დადგენილი წესით უზრუნველყოს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ანაზღაურება მათ მიერ გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს:
ა) 303 დღისა – შპს „ მტკვარი ენერგეტიკის თვის “ ( თბილსრესის №9 ბლოკი ) ;
ბ) 300 დღისა – შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის “ ( თბილსრესის №3 ბლოკი);
გ) 300 დღისა – შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის “ ( თბილსრესის №4 ბლოკი);
დ) 335 დღისა – შპს „ჯი ფაუერისთვის.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია 201 2 წლის 1 სექტემბრიდან .
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზ. გაბელაია
კომისიის წევრებ ი: მ. ნადირაძე
ს. მესხი
გ. შონია