ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ 2012 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-29
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.141.016071
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ 2012 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2012 წლის  23 აგვისტო

ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ 2012 წლის 28 თებერვლის  №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის   თაობაზე 

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ 2012 წლის 28 თებერვლის  №5 დადგენილებაში       შეტანილი შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების  პირველი დანართის მე- 6  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 6

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 1500 კვადრატულ მეტრს;

ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.”

2. დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.      

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიან

კრებსითი — სრული ვერსია