საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
516
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2000-10-10
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.000.822
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) 273-ე მუხლის მე-3 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„1999 წლის 22 ივლისიდან ელექტროენერგიის გადაცემა და დისპეტჩერიზაცია ელექტროენერგიის გამანაწილებელი საწარმოებისათვის დაიბეგროს დღგ-ით ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო 2000 წლის პირველი ოქტომბრიდან 2002 წლის პირველ ივლისამდე – დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის (მათ შორის, სხვა მომხმარებლისათვის, რომლებიც ახდენენ ელექტროენერგიის შემდგომ მიწოდებას) გაწეული მომსახურებისა.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 28 სექტემბერი.

№516–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია