საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №736
2012 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ყ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით :
„ყ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი