ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2012 წლის 13 აგვისტო
დაბა ხულო
„ხულო ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის № 55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „ხულო ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის № 55 დადგენილებაში (სსმ , № 39 , 18.01.2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ტ “ ქვეპუნქტი:
„ ტ) საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე