„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
144
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-15
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016354
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №144

2012 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 010340000.22.027.016216, 21.11.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი :

„ვ) საკონსულო ლეგალიზაციის წესი.“.

2. პირველი მუხლის 22-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი :

„წ) „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება.“.

3. მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ ნ) სამინისტროებისა და საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებ ების სტრუქტურული ქვედანაყოფების (დანაყოფების /ერთეულების ) და ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დებულებები/წესდებები;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია