საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
705
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-14
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016604
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №705

2012 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

„ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „ საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2012 წლის 6 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია