საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 1 57 /ნ
2012 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების ( სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724; სსმ III, 26.09.2005, №112, 26/09/2005) მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, არა უმეტეს ორი საბანკო ანგარიში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე