„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
483
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2000-07-27
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.000.813
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2000 წლის 1 ივლისიდან 2001 წლის 1 იანვრამდე საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები სრულად მიიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                            ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 13 ივლისი.

№483-რს

კრებსითი — სრული ვერსია