„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
143
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-10
სარეგისტრაციო კოდი
040200010.22.027.016350
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №143

2012 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №65, მუხ. 837) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს ქორწინების რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის შესაბამისად.“ .

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლების, სიღნაღის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხარაგაულის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანის, ახალციხისა და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურების კომპეტენციას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია