საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
474
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2000-08-01
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.000.810
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საბაჟო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) 176-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები „გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ინსპექტირებას დაუქვემდებარებელი საქონლისა“ შეიცვალოს სიტყვებით „გარდა იმ საქონლისა, რომელიც სახელმწიფოსა და მის მიერ უფლებამოსილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად არ ექვემდებარება ინსპექტირებას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო რატიფიცირებული ხელშეკრულებების საფუძველზე, საქონლის იმპორტის შემთხვევაში გათვალისწინებული ყველა გადასახადისგან გათავისუფლებული საქონლისა“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 13 ივლისი.

№474-რს

კრებსითი — სრული ვერსია