საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №139
2012 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი , 010340000.22.027.016216, 21/11/201 1) შეტანილ ინეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი.“.
2. პირველი მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. სახელმწიფო აუდიტის სამსახური:
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი