„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
323
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-08
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016435
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №323

2012 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის – „ახალციხის ციხის“ მიერ რაბათის ციხის კომპლექსის, როგორც ისტორიული (კულტურული) ძეგლის დაცვის, კომპლექსის პოპულარიზაციის და განვითარების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს :

ვ.ა) კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ პირებზე გადაცემული ქონების მიზნობრივად გამოყენების და კომუნალური მომსახურების ორგანიზების უზრუნველყოფას;

ვ.ბ) კომპლექსის ტერიტორიის მოვლა-შენახვას, დასუფთავებას, გამწვანებას;

ვ.გ) კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობების მიმდინარე რემონტს, კაპიტალურ რემონტს, რესტავრაციას;

ვ.დ) თანხებისა და სხვა საშუალებების მოზიდვას კომპლექსის გამართული მუშაობისა და განვითარებისათვის;

ვ.ე) კომპლექსის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების (რეკლამა, ბუკლეტები, ტურისტული ცნობარი და სხვ.) მოწყობას;

ვ.ვ) სხვა სახის საქმიანობას. ”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია