„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
472
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2000-07-27
სარეგისტრაციო კოდი
230.140.010.05.001.000.809
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 121110000, 121120000, 130110000, 130120000, 150420, 151530, 1520, 170211000 კოდებში, 28-ე და 29-ე თავებში წარმოდგენილი სამკურნალო ნედლეული და სუბსტანციები, 30-ე თავში მითითებული ფარმაცევტული პროდუქცია, მათ შორის, ვაქცინები, 391212000, 391231000, 701010000, 701090470, 701090670, 960200000 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში აღნიშნული საქონელი, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა;“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 13 ივლისი.

№472–რს

კრებსითი — სრული ვერსია