ქალაქ თბილისის მერი ს
ბრძანება № 2 1
2012 წლი ს 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ ალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
“ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ნ ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. “ქ ალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №10 ბრძანებით (გაზეთი „ 24 საათი“, №291 29.12.2006წ.) დამტკიცებულ “ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულებაში ” შეტანილ იქნეს ცვლილებ ა :
ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1“) ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების შესწავლა და დადგენა“;
ბ) მე-8 მუხლ ის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი :
“ვ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენის განყოფილება ”;
გ ) მე- 9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი :
“6 . შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენა და დაზუსტება;
ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის და დაზუსტების მიზნით შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების კვლევა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის შესწავლა;
გ) სამსახურში შემოსული შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენასა და დაზუსტებასთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და მიღებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ . უგულავა