სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
02-939/ო
მიმღები ორგანო
სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი
2012-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-07
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-939/ო

 

2012 წლის 18 ივნისი

 

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

 

  საქართველოს კანონის „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9 მუხლის, მე-16 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „არქიმედეს კლინიკის“ ფილიალს (ფაქტ ობრივი მისამართი: სიღნაღის რაიონი, ქ. წნორი, ბაგრატიონის ქუჩა N12) მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნ ეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144 ) ან სასამართლოში .

4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი : შპს „არქიმედეს კლინიკის“ დირექტორის განცხადებები: ( №4339, 05.06.2012წ .; №44057, 06.06.2012); ლიცენზიებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №02-9194, 14.06.2012 წ.

 

  სააგენტოს უფროსი                                გ. თვალავაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია