საქართველოს მთავრობის
დადგენილება №3 2 3
2012 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ. , მუხ. 1070 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1 . ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით. სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა .“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი