„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
60
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-03
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.162.016145
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60

2012 წლის 30 ივლისი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საფასურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთვარობის 2012 წლის 8 ივნისის №205 დადგენილების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. ,,ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურ ისა და სარგებლობის საფასურ ის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი , 16/08/2011, 040110030.35.162.016047) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე – 1 ჰექტარზე 15 ლარ ით. “.

 მუხლი 2 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე         ა. მაილაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია