“საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
441
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2000-07-17
სარეგისტრაციო კოდი
300.190.000.05.001.000.802
“საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი – ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის სფეროში.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 29 ივნისი.

№441–IIს

კრებსითი — სრული ვერსია