საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 1 54/ნ
2012 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის № 89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის № 89/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 08/05/2012 , სარეგისტრაციო კოდი : 010320020.22.022.016355) პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ები ანგარიშვალდებულ ნ ი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ები თავი ანთ ი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობენ დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობენ დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) იღებ ენ გადაწყვეტილებებს მა თ ზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებ ენ მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;
დ ) პასუხისმგებელ ნ ი არიან მ ათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ე ) ასრულებ ენ დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. “ ;
ბ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი ) ასრულებს მინისტრის , დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილ ეებ ის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. ’’.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე