„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის №585 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
656
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-31
სარეგისტრაციო კოდი
140080000.08.002.016592
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის №585 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №656

2012 წლის 31 ივ ლისი

ქ. თბილისი

 „ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის №585 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ოქტომბრის №585 ბრძანებულებით (სსმ, ვებგვერდი 111004014, 04/10/2011, 140080000.08.002.016333) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა)   პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი შესაბამისი მიმართვით იგზავნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ სპეციალური-საექიმო კომისიის გავლას, აგრეთვე მის წარდგენას ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე. სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია უზრუნველყოფს გულმკერდის რენტგენოსკოპიისა და შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებას და გამოკვლევების შედეგების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გადაგზავნას.”;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3.   კადრების მთავარი სამმართველოს მიერ წარდგენილი საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სასწავლო ცენტრში აბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს.”;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვების: „ ტანსაცმლით უზრუნველყოფის,” შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების,”;

დ)    მე-10 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ 3.   სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების არადამაკმაყოფილებელი შედეგით გავლის საფუძველზე კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პირს დაეკისრება მისი სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალური მომზადებისა და კვებით უზრუნველყოფისა თვის გაწეული ხარჯები ს ანაზღაურება. ”.

2 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია