ქალაქ თბილისის მთავრობ ის
დადგენილება № 19.15.723
2012 წლი ს 30 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებით დამტკიცებული წესდების (დებულების) (ვებგვერდი, 110419011, 27/04/2011) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ინფრასტრუქტურის, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება (მათ შორის სასტუმროების მშენებლობა, მოწყობა და ფუნქციონირება) და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება;“.
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერის პირველი
მოადგილე (ვიცე-მერი) დ. ნინიძე