„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის N80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
591
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-31
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.034.016121
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის N80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №591

2012 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის № 80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის № 80 ბრძანებაში (სსმ, 9, 23/01/2009 წ. , სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.012.684) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული № 5 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 13 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბ . ახალაია

დანართი № 5

სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი

 

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი

(ლარი)

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2560

სამმართველოს უფროსი

2235

სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი

1645

სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი

1235

განყოფილების უფროსის მოადგილე

1130

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი

1080

უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი

1010

ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი

945

 

კრებსითი — სრული ვერსია