საქართველოს კანონი
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „საბაჟო დეპარტამენტმა“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 24 მარტი.
№242–IIს