საქართველოს მთავრობის
დადგენილება №311
2012 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილებაში ( სსმ , 2009 წელი , მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და 79‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროები; “.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ - მინისტრი ი . მერაბიშვილი