„ქ. თბილისში ლიტერატურული კონკურსის „გალა“ მოწყობის შესახებ“ საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის №2-23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
8-34
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი
მიღების თარიღი
2012-07-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-31
სარეგისტრაციო კოდი
010250050.36.101.016121
„ქ. თბილისში ლიტერატურული კონკურსის „გალა“ მოწყობის შესახებ“ საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის №2-23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება № 8-34

2012 წლის 27ივლისი

ქ. თბილისი

„ ქ. თბილისში ლიტერატურული კონკურსის ,,გალა” მოწყობის შესახებ“ საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის № 2-23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: ,,ქ. თბილისში ლიტერატურული კონკურსის ,,გალა” მოწყობის შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის № 2-3 გადაწყვეტილებაში (საქართველოს რესპუბლიკა, 14.03.2007, № 47) შეტანილ იქნე ს ცვლილება და პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ე) ნომინაციაში გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცეს კონკურსის სიმბოლო და ფულადი ერთჯერადი განაცემი (ჯილდო) 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია