საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №293
2012 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011 წ. ) დამტკიცებული ინსტრუქციის 31 -ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი :
„5 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სა მედიცინო დაწესებულებას , რომლის ერთობლივი შემოსავალი არ არის ნაკლები 1 000 000 ლარზე, უფლება აქვს , ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის დოკუმენტის დადასტურებ ის გარეშე, დამატებით გამოქვითოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის არა უმეტეს 2 0 პროცენტი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
დ . გვინდაძე