სსიპ ქალაქ თბილისის №68 საჯარო სკოლის და სსიპ ქალაქ თბილისის №20 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
148/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-31
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016414
სსიპ ქალაქ თბილისის №68 საჯარო სკოლის და სსიპ ქალაქ თბილისის №20 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 1 48/ნ

2012 წლის 2 7 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ – ქალაქ თბილისის №68 საჯარო სკოლის და სსიპ – ქალაქ თბილისის №20 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის №68 საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის №20 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის №68 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქალაქ თბილისის №20 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2012 წლის პირველ აგვისტომდე .

2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112 , მუხ. 1233 , სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724 ) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების 21-ე გრაფა;

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება ,

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე ,

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის პირველი აგვისტოდან.

ხ . დეკანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია