„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
303
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-27
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016979
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №303

2012 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

  „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემ ­ბრის №249 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -4 მუხ­ლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ -მინისტრი              ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია