“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
413
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2000-07-11
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.000.790
“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

,, პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

       საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ,, პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993, მუხ.187) 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 3. პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს:

ა) ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს;

ბ) წელთა ნამსახურობის დანამატს;

გ) რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია;

დ) დანამატს დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.".

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 28 ივნისი

№413-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია