საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №639
2012 წლის 27 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის № 119 ბრძანებულებაში ცვლილებ ი ს შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ., 2004 წ., № 38, მუხ. № 308) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვების: „ანგარიშსწორების ანგარიში,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „სახაზინო კოდი,“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას;“;
ბ.ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) უფლებამოსილია მინისტრის პირველ მ ო ადგილეს და/ან მოადგილეებს, აგრეთვე სამინის ტ როს სისტემის მოსამსახურეებს მიანიჭოს ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების უფლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“;
გ) მე-5 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ.ი“ ქვეპუნქტი:
„გ.ი) სამოქალაქო ოფისის რეფორმების კოორდინაციის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
გ.ი.ა) წინადადებების მომზადება:
გ.ი.ა.ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მიმდინარე რეფორმების პროცესის მხარდაჭე რ ის საკითხებზე;
გ.ი.ა.ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების, მათი სამუშაო პროცესისა და პროცედურების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით;
გ.ი.ბ) რეკომენდაციების შემუშავება:
გ.ი.ბ.ა) სამინი ს ტროს სამოქალაქო ოფისის საქმიანობის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით;
გ.ი.ბ.ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მართვისა და დაგეგმვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.“;
გ.გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს ადმინისტრაცია, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, აგრეთვე განსაზღვრავს ოფისის ფუნქციონირებისათვის ა უცილებელ მატერიალურ რესურსებს.“;
გ.დ) მე-4 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
მ. სააკაშვილი