საქართველოს მთავრობის
დადგენილება №29 4
2012 წლის 2 6 ივლისი
ქ. თბილისი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სოციალური დახმარების შესა ხებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენი ლებ აში (სსმ , 01.08.2006 წ ელი , მუხ ლი 1375) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ი წესის მე - 11 მუხლის მე - 11 პუნქტი ჩამოყალიბ დეს შემდეგი რედაქციით:
„ 11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა დაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სა ქარ თველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქ ტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში – არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამი ნისტროს მიერ წარდგენილი სია და შესაბამისად დანიშნულ ი შემწეობის ოდე ნობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემ დება რება, გარდა:
ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან);
გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში ოჯახის წევრის ანაზღაურებადი საქმია ნობისას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;
დ) ამ მუხლის 8 1 და 8 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევე ბი სა. “.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი