„სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
409
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2000-07-13
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.000.788
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტს სიტყვის „სარჩელებზე,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე განცხადებებზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტს სიტყვის „საჩივრებზე,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე განცხადებებზე დავალიანების ამოღების თაობაზე გადახდის ბრძანების მიღების შესახებ“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 28 ივნისი.

№409–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია