„სენაკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-01
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.108.016104
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 25

2012 წლის 23 ივლის ი

ქ. სენაკი

   „სენაკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,

1. სენაკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ “ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის № 56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 04/01/2012წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.108.016076) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში ” ფასიანი სწავლების ჯგუფში, კერძოდ – გამაჯანსაღებელ და სპორტულ ჯგუფში ერთ ბავშვზე ყოველთვიურად მშობლის შენატანი განისაზღვროს 10 (ათი) ლარით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

   საკრებულოს თავმჯდომარე         ბ. ნარმანია

 

კრებსითი — სრული ვერსია