საქართველოს მთავრობის
დადგენილება №287
2012 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 624) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პრემიერ - მინისტრს უფლება აქვს მთავრობის წევრების , ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების – სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად განხორციელებისა და დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის გამოიყენოს მათი წახალისების სხვადასხვა ფორმა , მათ შორის , პრემირება . აღნიშნულის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცემა საქართველოს პრემიერ - მინისტრის ბრძანება .“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 24 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ი .მერაბიშვილი