საქართველოს მთავრობის
დადგენილება №284
2012 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პ ირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პ ირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 040030000.10.003.016666) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21‑ე პუნქტი:
„21. „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების ფარგლებში სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მომსახურების გაწევა ხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი