საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №626
2012 წლის 24 ივ ლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III , 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულ ე ბით დამტკიცებული დებულების №1 დანართი ს „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ო ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლებს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს – საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსს, ქალაქ ქუთაისის საქართველოს მთავრობის სახლის ადმინისტრაციის უფროსს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის პროტოკოლის სამსახურის მოხელეებს;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი