„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
1/122
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი
2012-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-25
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/ 122                        

201 2 წლის 3 ივლისი              

 ქ. თბილისი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/307 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.      მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 3

სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 – არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 მოსამართლე წევრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლით.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 7

1. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი.

2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია –  კონფიდენციალური. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.“.

მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 4 ივლისიდან.

საქართველოს იუსტიციის                              ვ. ცერცვაძე

უმაღლესი საბჭოს მდივანი

კრებსითი — სრული ვერსია