„სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №234 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
281
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-24
სარეგისტრაციო კოდი
270170000.10.003.016954
„სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №234 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №281

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №234 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №234 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 06/07/2012, 270170000.10.003.0169 07) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციას დაამატოს პროგრამული კოდი „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საჭიროებების შეფასების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 35 02 06);“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 24 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი                                              ი.მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია