„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
382
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2000-06-23
სარეგისტრაციო კოდი
240.000.000.05.001.000.783
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 4.3. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.3. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს სასამართლო აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ხოლო სასამართლო დადგენილების ასლს უგზავნის საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა“.

2. კანონის II დანართში მოცემულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმულარის მე-3 გრაფაში სიტყვის „პროფესია,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მათი პროცენტული წილი საწესდებო კაპიტალში,“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 14 ივნისი.

№382–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია