|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე’’ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულს 2012 წლის 25 მაისის №27 დადგენილებაში (სსმ,04.06.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ“ ქვეპუნქტისა და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 46-ე მუხლის შესაბამისად საკრებულო ადგენს“ |
| მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში სიტყვები ,,ტერიტორიულ ორგანოს“ შეიცვალოს სიტყვებით ,,ადმინისტრაციული ერთეულის“. |
| მუხლი 3 |
დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები ,,ტერიტორიულ ორგანოების“ შეიცვალოს სიტყვებით ,,ადმინისტრაციული ერთეულების“. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|