„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
125
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-23
სარეგისტრაციო კოდი
010120000.22.027.016337
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1 2 5

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი , 010120000.22.027.016076, 13.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. ბრძანების:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის:

ა) ბლანკის ფორმა და აღწერილობა (დანართი №1);

ბ) ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმა და აღწერილობა“;

ბ) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმა და აღწერილობა“;

გ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზა (შემდგომში – ვიზა) წარმოადგენს 85 მმX105 მმ ზომის მართკუთხა ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკს.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა – ანგარიშების წესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის (შემდგომში – ვიზა) ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია