თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება № 160
201 2 წლი ს 11 ივლისი
ქ . ქუთაისი
„პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში, ლიფტების აღდგენა -რეაბილიტაციის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 27 იანვრის №264 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44 -ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში, ლიფტების აღდგენა -რეაბილიტაციის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 27 იანვრის №264 დადგენილების დანართის მე -3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ. ლიცენზირებული საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო ორგანიზაციის მიერ შედგენილი შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი