„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
617
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-20
სარეგისტრაციო კოდი
140010000.08.002.016576
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №617

2012 წლის 20 ივ ლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №152 , მუხ. 1389 ) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-17 პუნქტის:

ა.ა) „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1) ოპერატიული მართვის, კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტი;“;

ა.ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) საერთაშორისო ურთიერთობების დ ე პარტამენტი;“;

ა.გ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი.“;

ბ) 21-ე პუნქტის:

ბ.ა) „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ1) ოპერატიული მართვის, კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტის ამოცანებია: სა მ ინისტროს ტერ ი ტორიული ორგანოებისა და სხვა ოპერატიული დანაყოფების კომპეტენციაში შემავალი ამოცანების შესრულების კონტროლი, მ ა თი საქმიანობის კოორდინაცია და ანალიზი; სამინი ს ტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება;“;

ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფას; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზებას მინისტრის მიერ დადგენილი წესით; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, კიბერდანაშაულის გამოძიებას;“;

ბ.გ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრ უ ნველყოფს დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საე რ თაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შ ეთ ა ნხმებების მომზადებას, სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობას საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან კოორდინაციის, პროექტების მართვის კუთხით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობას;“;

ბ.დ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი განსაზღვრავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს სამინისტროს მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. შეიმუშავებს თანმიმდევრულ გეგმებს განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად; ასევე შეიმუშავებს რეფორმების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს; ხელს უწყობს სამინისტროში არსებული სტრატეგიული განვითარების პროგრამების განხორციელებას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია