,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის #25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-07-16
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-26
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.117.016122
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის #25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2012 წლის 16 ივლისი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის № 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის № 25 დადგენილებით (სსმ V, 29.09.2010 წ., № 31, მუხ. 893, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016005)  დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულებაში“ შევიდეს ცვლილება  და დებულების მე-3 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

 ,,პ) ტურისტული საინფორმაციო-სარეკლამო პროდუქციის მომზადებასა და გავრცელებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და განვითარებას, ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიების გატარებას, ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        კ. ფარჯანაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია